ჩვენ შესახებ
მოგესალმებით,
რამდენიმე წელია ექიმი აღარ ვარ. თუმცა ყოფილი ექიმები არ არსებობენ. ექიმობის მარტივი პრინციპები მთელ ჩემს შემდგომ საქმიანობას მუდამ თან სდევს:
- არ ავნო
- არ მოატყუო
- აკეთე ის, რაც იცი
სწორედ ამიტომ, ჩემს საპონს „ლაპის ლაზული“ დავარქვი.
ლაპის ლაზული (იგივე ლაზულიტი) მუქი ლურჯი ფერის ბუნებრივი ქვაა. ეს მინერალი სიბრძნის და სიმართლის უნივერსალურ სიმბოლოდ ითვლება.
მეც გეტყვით სიმართლეს:
საპნის მომზადება რთული და ხანგრძლივი პროცესია. როგორც ყველა პროცესი, მოითხოვს ცოდნას, მოთმინებას და რაც მთავარია - კეთილსინდისიერებას.
ამიტომ შევთანხმდეთ, რომ მე:
- გამოვიყენებ მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს.
- ვიხმარ მხოლოდ იმ მასალას, რომლის ქცევაც ცნობილი და გამოცდილია საპონში.
- არ დაგიმალავთ შემადგენლობის არცერთ კომპონენტს.
- დაგიწერთ რა სარგებლის მოტანა შეუძლია კონკრეტულ საპონს.
- გიპასუხებთ თქვენს მიერ დასმულ ყველა შეკითხვაზე უახლოეს 24 საათში.
თქვენ კი სანაცვლოდ:
- ყურადღებით წაიკითხავთ შემადგენლობას
- მოერიდებით ისეთ კომპონენტებს, რომლის მიმართაც გაზრდილი გაქვთ მგრძნობელობა, ან ხართ ალერგიული.
- თუ სურვილი გექნებათ, გამიმხელთ თქვენს შთაბეჭდილებებს და შენიშვნებს.
იმედი მაქვს, რომ ორმხრივად სასარგებლო და სასიამოვნო ურთიერთობა გვექნება.
საუკეთესო სურვილებით,
ბაკა